ბავშვთა გადაუდებელი დახმარება

ბავშვთა გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მომსახურების მიღება 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. გერმანულ ჰოსპიტალში ვიღებთ და ვმკურნალობთ სხვადასხვა პროფილის პაციენტებს:  სომატური, ქირურგიული, ტოქსიკოლოგიური, ნეიროქირურგიული, პოლიტრავმის 18 წლამდე პაციენტებს.

გერმანული ჰოსპიტალი გთავაზობთ შემდეგი ტიპის სერვისებს:

  • ლაბორატორია

  • კომპიუტერული ტომოგრაფია

  • რენტგენოლოგიური კვლევა

  • ულტრაბგერითი კვლევა

  • ტრავმის ოთახი

  • შოკის დარბაზი 

 

გადაუდებელი დახმარების განყოფილება აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით.

24 საათიანი რეჟიმით, განყოფილებაში შესაძლებელია კომპიუტერული ტომოგრაფიის (ანესთეზიით), ულტრასონოგრაფიის, რენტგენოლოგიური, ლაბორატორიული კვლევების ჩატარება და უმაღლესი რანგის მქონე ქართველ და გერმანელ  ექიმებთან კონსულტაციების ჩატარება.

გერმანული ჰოსპიტალი