პრემენსტრუალური სინდრომი [PMS] სიმპტომების ერთობლიობაა, რომელიც, როგორც წესი, მენსტრუაციის დაწყებამდე დაახლოებით ერთი ან ორი კვირით ადრე იწყება და აერთიანებს როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ ნიშნებსა და სიმპტომებს. ფიზიკური და ემოციური ცვლილებები, რომლებსაც ამ დროს განიცდის ადამიანი, ყოველ ჯერზე შეიძლება განსხვავდებოდეს ინტენსივობით.
ზოგიერთისთვის ფიზიკური სიმპტომები და ემოციური სტრესი იმდენად მწვავეა, რომ სერიოზულ ზეგავლენას ახდენს მათ შრომისუნარიანობასა და ცხოვრების ხარისხზე.
პრემენსტრუალური სინდრომი, ისევე როგორც მენსტრუალური ჯანმრთელობა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხია. ეს რეპროდუქციული ასაკის მილიონობით ადამიანის პრობლემაა მსოფლიოში, მათ 5-8 პროცენტს კი პმს-ის მძიმე ფორმა აწუხებს, რომელსაც პრემენსტრუალური დისფორიული აშლილობა ეწოდება.
პმს-ის ზოგიერთი სიმპტომი, ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემისთვისაც არის დამახასიათებელი ამიტომ მაშინ, „როცა ეს სიმპტომები განსაკუთრებით მძიმეა, უნდა მიმართოთ ექიმს. ექიმმა უნდა გამორიცხოს სხვადასხვა პათოლოგია, მათ შორის ანემია, ენდომეტრიოზი, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია, ასევე სხვა რაიმე ანთებითი ან გინეკოლოგიური პათოლოგიური მდგომარეობა, რაც სპეციფიკურ მკურნალობას საჭიროებს“ – ამბობს ქეთი ფარტენაძე.
პრემენსტრუალური სინდრომის ნიშნებისა და სიმპტომების განვითარების ძირითად ხელშემწყობად, ორგანიზმში მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებული ჰორმონალური ცვლილებები, კერძოდ საკვერცხის ჰორმონების, ესტროგენისა და პროგესტერონის დონის ცვლილება მიიჩნევა.
„მიზეზი შეიძლება იყოს ამ დროს თავის ტვინში მიმდინარე ქიმიური ცვლილებები, სიმპტომები ასევე შეიძლება გაამძაფროს ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა სტრესი, უძილობა, მიკროელემენტების (ფოლიუმის მჟავას, B ვიტამინის, D ვიტამინის, კალციუმის, მაგნიუმის) დისბალანსი ორგანიზმში”- ამბობს ქეთი ფარტენაძე.
პრემენსტრუალური სინდრომის ძირითადი ნიშნები და სიმპტომები:
ფიზიკური ნიშნები და სიმპტომები:
ემოციური/ქცევითი ნიშნები და სიმპტომები:
მენსტრუაციის მქონე ყოველი 4 ადამიანიდან 3-ს აქვს პრემენსტრუალური სინდრომის რაიმე ფორმა მაინც. დროთა განმავლობაში პრემენსტრუალური სიმპტომები შეიძლება პროგრესირდეს.
პრემენსტრუალური სინდრომის მკურნალობა ძირითადად სიმპტომურია, თუმცა რაციონალური დიეტითა და ცხოვრების წესის ცვლილებით სიმპტომების შემსუბუქება შესაძლებელია.
რეკომენდაციები, პრემენსტრუალური სინდრომის შესამსუბუქებლად: