როგორ მოვიქცეთ CO-თი მოწამვლისას?

CO-თი ინტოქსიკაციის მიმართ ბავშვები უფრო მგრძნობიარენი არიან, ვიდრე მოზრდილები. CO ძალიან სწრაფად იწოვება და სისხლში მოხვედრისას უერთდება ჰემოგლობინის რკინას და წარმოიქმნება ტოქსიური ნაერთი კარბოქსიჰემოგლობინი (CO – HB), რომელიც ჟანგბადის ტრანსპორტირებას ვერ ახერხებს, რაც იწვევს ქსოვილოვან ჰიპოქსიას. კარბოქსიჰემოგლობინი ძალიან მყარი ნაერთია და დიდხანს ცირკულირებს სისხლში. მისი წარმოქმნის ინტენსივობა დამოკიდებულია CO-ს კონცენტრაციაზე და შესუნთქვის დროის ხანგრძლივობაზე.
➡კლინიკური ნიშნები: ყურადღების გაფანტვა, შუქის აღქმის მოშლა, თავის ტკივილი, ყურებში შუილი, ღებინება, კუნთების სისუსტე, გონების დაკარგვა, კომა, გულყრები, სუნთქვის გაჩერება.
➡პირველადი დახმარება:

  • დაუყონებლივ გავიყვანოთ პაციენტი ტერიტორიიდან
  • პაციენტი გავათბოთ, თავზე კი ცივი დავადოთ
  • პირის ღრუ გავუსუფთაოდ ნაღებინები მასებისგან
  • აუცილებელია ოქსიგენოთერაპია 100 % ჟანგბადით. პაციენტის გადაყვანა სპეციალიზირებულ სტაციონარში, რათა აქ ჩატარდეს მკურნალობა ფილტვისა და თავის ტვინის შეშუპების პრევენციის მიზნით.
გერმანული ჰოსპიტალი