რა სახის გართულებებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ბავშვებში მუცლის ტკივილის სინდრომი?
მუცლის ტკივილის სინდრომი ბავშვთა ასაკში წარმოადგენს ძალიან ბევრი დაავადების სიმპტომს, აქედან გამომდინარე იგი მოითხოვს მშობლებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას და იმთავითვე გამორიცხავს თვითმკურნალობას. უპირველეს ყოვლისა, თვითნებურად არ უნდა მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები და ანტიბიოტიკები, ასევე უნარ-ჩვევების გარეშე არ უნდა გაკეთდეს გამწმენდი ოყნაც კი. თუ ტკივილი გრძელდება 1-2 საათის განმავლობაში აუცილებელია ექიმთან მიმართვა დღე-ღამის ნებისმიერ დროს. მუცლის ტკივილი დამახასიათებელი სიმპტომია ბავშვთა ქირურგიაში ყველაზე გავრცელებული პათოლოგიის, მწვავე აპენდიციტის შემთხვევაშიც. მწვავე აპენდიციტით ავადმყოფობენ ბავშვები დაახლოებით 5 წლის ასაკიდან, მანამდე ეს დაავადება იშვიათია, მაგრამ თუ მაინც განვითარდა არის საკმაოდ რთული სადიაგნოსტიკო და ხასიათდება სერიოზული გართულებებით. მწვავე აპენდიციტის კარდინარული ნიშნებია: ტკივილის გადანაცვლება, ეპიგასტრიუმის არიდან მარჯვენა თეძოს ფოსოსკენ, არაპროვოცირებული ყრუ ხასიათის მუდმივი ტკივილი ასევე მარჯვენა თეძოს ფოსოს არეში, ანორექსია, გულისრევის შეგრძნება ღებინებით და მის გარეშე, სუფებრილური ტემპერატურა. ყველა ან ზოგი ამ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ კლინიკას, ან გამოიძახეთ გადაუდებელი დახმარების ბრიგადა. დროული დიაგნოსტიკის შემთხვევაში თქვენს პატარას ააცილებთ ისეთ საშიშ გართულებას, როგორიც არის პერიტონიტი.
რომელია ყველაზე გავრცელებული პათოლოგია ბავშვთა ქირურგიაში?
ერთ-ერთი გავრცელებული პათოლოგია ბავშვთა ქირურგიაში არის საზარდულის ირიბი თიაქარი, რომელიც როგორც წესი თანდაყოლილია, მაგრამ შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ასაკში. უხშირესად არის ცალმხრივი, მაგრამ ზოგჯერ ორმხრივიც. ავადობენ ორივე სქესის ბავშვები. საზარდულის თიაქრის შემთხვევაში მშობელი ამჩნევს გარკვეულ წარმონაქმნს, საზარდულის მიდამოში ან სათესლე პარკში (ბიჭების შემთხვევაში), რომელიც ნაზი დაწოლით ქრება. მისი ერთერთი საშიში გართულებაა ჩაჭედვა. ბიჭების შემთხვევაში ეს ხშირად არის ნაწლავის მარყუჟი, გოგონების შემთხვევაში ძირითადად საკვერცხე. ჩაჭედვის შემთხვევაში წარმონაქმნი გამაგრებულია და დაწოლით აღარ ბრუნდება მუცლის ღრუში, ბავშვს აწუხებს ძლიერი ტკივილი, ტირის, მოუსვენარია, არ ჭამს. ვინაიდან, თიაქრის ჩაჭედვა არის სერიოზული გართულება და შეიძლება დამთავრდეს ჩაჭედილი ნაწლავის ან საკვერცხის ნეკროზით, ბოლო მონაცემებით რეკომენდირებულია ამ დაავადების ოპერაციული მკურნალობა დიაგნოზის დასმისთანავე, მიუხედავად ბავშვის ასაკისა.
კრიპტოქრიზმი, ასევე ერთერთი გავრცელებული დაავადებაა ბავშვთა ქირურგიაში და ნიშნავს ერთი ან ორივე სათესლე ჯირკვლის არარსებობას სათესლე პარკში. აუცილებელია პედიატრმა და მშობელმა დაბადებისთანავე შეამოწმოთ სათესლე პარკში სათესლე ჯირკვლების არსებობა. თუ დაავადების მომენტისთვის ჯირკვალი არ არსებობს სათესლე პარკში, აუცილებელია ექოსკოპიის გაკეთება, რომ ინახოს ჯირკვლის მდებარეობა და მისი ზომები. თანამედროვე მონაცემებით ოპერაციის ჩატარება სასურველია 6 თვის ასაკამდე. ვინაიდან, საზარდულის არხში, ან მუცლის ღრუში ჯირკვლის არსებობის შემთხვევაში სათესლე პარკთან შედარებით მაღალი ტემპერატურის გამო, შეიძლება დაკარგოს ან მნიშვნლოვნად შემცირდეს სპერმატოგენეზის უნარი.
✅ გერმანული ჰოსპიტალი 24 საათის განმავლობაში მზად არის მიიღოს პაციენტები ✅
☎ დაგვიკავშირდით: 032 2 001 101
? ჩვენი მისამართი: მარცხენა სანაპირო, კოსმონავტების 45ა.
⚠კლინიკა ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და სადაზღვევო კომპანიების პირველი დონის პროვაიდერია⚠
?გერმანული ჰოსპიტალი გისურვებთ ჯანმრთელობას!